როგორც იცით, ნაპოლი კრისტიანო ჯუნტოლიმ რამდენიმე დღის წინ დატოვა და ტურინის იუვენტუსს ამავე თანამდებობაზე ოფიციალურად შეუერთდა.
ნაპოლიში ახალ სპორტულ დირექტორად რამდენიმე ადამიანს მოიაზრებდნენ, თუმცა არა მაურო მელუზოს, რომელიც საბოლოოდ კლუბის ამ პოსტზე დაინიშნა კიდეც.
მაურო მელუზო კარიერის სხვადასხვა პერიოდში სპორტულ დირექტორად მუშაობდა ლეჩეში, კოზენცასა და კრემონეზეში.
სხვათაშორის, ნაპოლის გულშემატკივრებს მელუზოს დანიშვნა არ მოეწონათ და პროტესტით დე ლაურენტისს მიმართეს, რომელმაც, თავის მხრივ, მაუროს ახალი სპორტული დირექტორობა სოციალურ ქსელში დაადასტურა.