გიორგი ჩაკვეტაძის უოტფორდში, რომელიც სეზონის მიმდინარეობისას პრემიერ ლიგაში აღზევებას ისახავდა მიზნად, ახალი გეგმები აქვთ.
ახლახანს გახდა ცნობილი, რომ კლუბმა მთავარი მწვრთნელი ტომ ქლევერლი დაკავებული თანამდებობიდან ოფიციალურად გაათავისუფლა.
ვინ შეცვლის ქლევერლის და რა პოლიტიკას აირჩევს კლუბი სამომავლოდ, ეს ჯერჯერობით უცნობია.
რაც შეეხება გიორგი ჩაკვეტაძეს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის უოტფორდში დარჩეს. ბოლო ინფორმაციით, ჩაკვეს ტრანსფერით პრემიერ ლიგაში ახლახანს აღზევებული ლიდსია დაინტერესებული, იქამდე კი ვულვერჰემპტონისა და ევერტონის ინტერესის შესახებაც დაიწერა.