"აქ არის ერთი პრობლემა" - რა შემთხვევაში მისცემენ კვარას სკუდეტოს მედალს » სპორტის ხაზი

"აქ არის ერთი პრობლემა" - რა შემთხვევაში მისცემენ კვარას სკუდეტოს მედალს

"აქ არის ერთი პრობლემა" - რა შემთხვევაში მისცემენ კვარას სკუდეტოს მედალს
გუშინ, 14:07
Aa Aa
გაზიარება:

ფრანგულმა RMC Sport-მა ხვიჩა კვარაცხელიასა და მის მონაგარზე დაწერა. ქართველი ფეხბურთელი საფრანგეთის ჩემპიონი უკვე გახდა, სკუდეტოს მეორედ მოგებამდე კი ბევრი არაფერი აშორებს.

გამოცემის თქმით, რადგანაც კვარა პსჟ-ში სეზონის შუა ნაწილში გადავიდა, მას სკუდეტოს მედალი ნაპოლის ჩემპიონობის შემთხვევაში მაინც ეკუთვნის, თუმცა ყველაფერი ასე იოლად არ არის.

წესის მიხედვით, ოქროს მედალი მხოლოდ იმ ფეხბურთელებს უნდა გადაეცეთ, რომლებიც უშუალოდ ჩემპიონობის პერიოდში იქნებიან კლუბში დარეგისტრირებულნი, კვარასთვის მედლის მიცემა კი ნაპოლის და დე ლაურენტისის კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი