ლუჩანო სპალეტი ნაპოლიში ხვიჩა კვარაცხელიასა და კიმ მინ-ჯეს ტრანსფერს იხსენებს, რაზეც აურელიო დე ლაურენტისს არაერთგვაროვანი რეაქცია ჰქონდა.
მეგობრებისგან მივიღე კვარაზე ინფორმაცია, ჯუნტოლის (სპორტული დირექტორი) კი თვალდახუჭული ვენდე. მაშინ დე ლაურენტისი შეშფოთდა, ოთახში შემოვიდა და მითხრა: დამეხმარეთ, რომ მესმოდეს. თქვენ, ამბობთ, რომ კორეელი კიმი და ქართველი გაგვაძლიერებს?
- იხსენებს სპალეტი.
როგორც ჩანს, კვარას და კიმის სიძლიერეში ყველაზე მეტად სწორედ სპალეტი იყო დარწმუნებული, დე ლაურენტისი კი ტრანსფერებს ეჭვის თვალით უყურებდა, თუმცა შემდეგ რაც მოხდა, ეს უკვე ისტორიაა..