გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერით 3 პრემიერ ლიგის გუნდია დაინტერესებული - ინფორმაციას ამის თაობაზე ბრიტანული გამოცემა Football League World ავრცელებს.
წყარო კონკრეტულ კლუბებსაც ასახელებს. საუბარია ევერტონის, ლესტერის და ვულვზის ინტერესზე და რაც მთავარია, სამივე კლუბს ქართველი ფეხბურთელის გადაბირება იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდშივე სურთ.
მეტი კონკრეტული ამ დრომდე არაფერია, ერთადერთი რაც The Sun-მა დაწერა, გიორგი ჩაკვეტაძის გამოსასყიდი თანხა 20 მილიონი ფუნტი იქნება.
რაც შეეხება კონტრაქტის ხანგრძლივობას, 25 წლის მოთამაშეს უოტფორდთან ამჟამინდელი ხელშეკრულება 2029-წლამდე აკავშირებს.