ჰეუნგ-მინ სონი და ტოტენჰემი ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე მუშაობენ - ინფორმაციას ამის თაობაზე ბრიტანული მედია ავრცელებს.
ტოტენჰემის შემტევს, კლუბთან ამჟამინდელი ხელშეკრულება 2025 წლის ივნისამდე აკავშირებს, ინგლისურ კლუბს კი სონის მინიმუმ კიდევ 1 წლით შენარჩუნება სურს.
ცნობისთვის, 32 წლის კორეელმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 8 მატჩში თავი 3 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.