მაგარი მიღწევა | კიმ მინ-ჯე საკუთარმა ქვეყანამ აღიარა » სპორტის ხაზი

მაგარი მიღწევა | კიმ მინ-ჯე საკუთარმა ქვეყანამ აღიარა

მაგარი მიღწევა | კიმ მინ-ჯე საკუთარმა ქვეყანამ აღიარა
5-01-2024, 16:50
Aa Aa
გაზიარება:

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ფეხბურთში სამხრეთ კორეიდან სპორტის ამ სახეობას ჰიონ-მინ სონი ჰყავს, მათი ქვეყნის საუკეთესო მოთამაშედ ბაიერნის ამჟამინდელი და ნაპოლის ყოფილი მცველი, კიმ მინ-ჯე დასახელდა.

მოგვიანებით აზიალემა ფეხბურთელმა მიღებული ჯილდოს შესახებ კომენტარი გააკეთა და ემოციები ვერ დამალა:

"არც კი ვიცი თუ რამდენად შევძლებ მორიგ ჯერზე ცხოვრებაში ასეთი დიდი პრიზის მიღებას, ახლა უბედნიერესი ვარ და აღნიშნული ჯილდო ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს."

"ვფიქრობ, რომ 2023 წელი ჩემთვის საუკეთესო იყო, თუმცა გაჩერებას არ ვაპირებ. მსურს, რომ კიდევ უფრო განვვითარდე და მეტს მივაღწიო"
, - თქვა კორეელმა მცველმა

შეგახსენებთ, რომ კიმ მინ-ჯე ბაიერნში ნაპოლიდან მიმდინარე სეზონის დასაწყისში გადავიდა, ამით კი ნეაპოლური გუნდის დაცვას დიდი პრობლემები შეექმნა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი