უკვე დანამდვილებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ UFC-ის ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას ძმა ალექსანდრე თოფურია 2025 წლის დასაწყისში დანა უაითის ორგანიზაციაში სადებიუტო ბრძოლას ჩაატარებს.
უცხოური გამოცემების მტკიცებით, ალექსანდრეს პირველი მეტოქე ავსტრალიელი კოდი ჰადონი იქნება, რომელსაც UFC 312-ზე 8 თებერვალს დაუპირისპირდება.
ჯერჯერობით არც ერთი მებრძოლის მხარე გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს, რადგან კონტრაქტებზე ხელი არ არის მოწერილი, თუმცა ყველაფერი უახლოეს დღეებში უნდა გაოფიციალურდეს.
რაც შეეხება მებრძოლების სტატისტიკას, ალექსანდრე თოფურიას MMA-ში 5-1-0 მაჩვენებელი აქვს, მის ავსტრალიელ მეტოქეს კი 8-1-0, აქედან 5 ბრძოლა ნოკაუტით მოიგო, ხოლო 2 საბმიშენით.