ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტები - რომელ ადგილზე გაიყვანა "პსჟ" სუპერკომპიუტერმა? » სპორტის ხაზი

ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტები - რომელ ადგილზე გაიყვანა "პსჟ" სუპერკომპიუტერმა?

ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტები - რომელ ადგილზე გაიყვანა "პსჟ" სუპერკომპიუტერმა?
გუშინ, 20:12
Aa Aa
გაზიარება:

გავლენიანმა სტატისტიკურმა კომპანია Opta-მ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ფინალურ ეტაპზე დარჩენილი გუნდების საჩემპიონო შანსები ხელახლა შეაფასა. კომპანიის სუპერკომპიუტერმა 5 მაისის მონაცემებით ახალი პროგნოზები წარმოადგინა, რომელიც მიმდინარე შედეგებსა და გუნდების სტატისტიკურ მაჩვენებლებს ეფუძნება.

მთავარ ფავორიტად ამჯერად ფრანგული გრანდი "პარი სენ ჟერმენი“ სახელდება — პარიზული კლუბის ტიტულის მოგების შანსი 41.6%-ით შეფასდა. მეორე პოზიციაზე გადავიდა კატალონიური „ბარსელონა“, რომელსაც 26.6%-იანი შანსი აქვს, რომ ჩემპიონთა ლიგის თასს დაეუფლოს. მესამეზე იტალიური „ინტერი“ იმყოფება 20.6%-ით, ხოლო მეოთხე ადგილზე — ლონდონის „არსენალია“, რომლის გამარჯვების ალბათობა 11.2%-ად ფასდება.

აღსანიშნავია, რომ ნახევარფინალური ეტაპის დაწყებამდე პროგნოზები განსხვავებული იყო: მაშინ "არსენალს" ყველაზე მაღალი შანსი ენიჭებოდა, ხოლო „ინტერი“ მეორე ადგილს იკავებდა.

ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტები - რომელ ადგილზე გაიყვანა "პსჟ" სუპერკომპიუტერმა?


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი