საქართველოს ეროვნული ნაკრების და ლევანტეს ფეხბურთელმა, გიორგი ქოჩორაშვილმა ევრო 2024 და ესპანეთთან დაპირისპირება გაიხსენა.
ეროვნულ ნაკრებში რომ გამომიძახეს, ამით ოცნება ამიხდა, თუმცა მთავარი ნატვრა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატზე თამაში იყო.
მოუთმენლად ველოდი 1/8-ფინალში ესპანეთთან თამაშს, თუმცა იქამდე ვამბობდი, რომ მათთან თამაში არ მსურდა. მიზეზი? ბავშვობაში ჩემთვის ფეხბურთი ესპანეთს უკავშირდებოდა, ეს ქვეყანა ჩემი მეორე სამშობლოა. სწორედ ამიტომ არ მსურდა მათთან დაპირისპირება. ჩვენ მინდორზე მტრები ვართ, თუმცა იმის იქით ესპანეთს მეორე სამშობლოდ აღვიქვამ.
- თქვა გიორგიმ.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთმა საქართველოს 4:1 მოუგო, შემდეგ კი ევროპის ჩემპიონიც გახდა.