ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენმა ზურიკო დავითაშვილის სენტ ეტიენს გასვლაზე 6:1 მოუგო.
სენტ ეტიენიდან ზურიკომ ლამაზი საგოლე გადაცემა შეასრულა და გუნდში საუკეთესოც გახდა, კვარამ კი მშვენიერი გოლი გაიტანა.
აი, რას წერენ ფრანგები სოც.ქსელში ქართველი ფეხბურთელების შესახებ:
"კვარაცხელია ჯადოქარია, ჩემპიონატს ახალი მეფე ჰყავს"
"რომ არა დავითაშვილი, ეს გუნდი დიდი ხნის ჩამოშლილი იქნებოდა"
"საქართველოში ფეხბურთი მაგრად იციან, ბრავო ორივეს"
"რამდენადაც რთულად სათქმელი გვარები აქვთ, იმდენად კარგად თამაშობენ"
"ჩემმა შვილმა უკვე მეორედ მომთხოვა ხვიჩას მაისურის ყიდვა, მას ბავშვებზე უდიდესი გავლენა აქვს", - წერენ ფრანგი გულშემატკივრები.