ნაპოლის ლეგენდა ვინჩენცო მონტეფუსკო ხვიჩა კვარაცხელიას გუნდიდან წასვლას ლოგიკურს უწოდებს. მისი თქმით, თავადაც იგივე გადაწყვეტილებას მიიღებდა.
ჩემი აზრით, თავდაპირველად ხვიჩას გუნდიდან წასვლა არც კი სურდა, თუმცა ამის გაკეთება მას შემდეგ გადაწყვიტა, როცა ნახა თუ როგორ ეპყრობოდნენ. რაც შეეხება მის შემცვლელს, მისი შეძენით კლუბმა კიდევ ერთი შეცდომა დაუშვა, რადგან ოკაფორი ნაპოლიში მისვლის პერიოდში ტრავმიანი იყო და დღემდე ძალიან ცოტა აქვს ნათამაშები.
მე რომ ხვიჩა ვიყო და დამენახა, რომ ლუკაკუს 6 მილიონ ევროს აძლევენ, ამაზე მეც გავბრაზდებოდი.
- თქვა მონტეფუსკომ.