ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი 2025 წელს შესანიშნავად გამოიყურება როგორც შიდა, ასევე გარე ასპარეზზეც.
აღსანიშნავია, რომ ფრანგულ გრანდს 22 აპრილს ხმაურიანი რეკორდის დამყარება შეუძლია, სადაც კვარას როლიც საკმაოდ დიდი იქნება.
თუ 22 რიცხვში გუნდი ნანტთან გასვლაზე არ დამარცხდება, მაშინ პსჟ ევროპის წამყვან 5 ჩემპიონატში რეკორდს დაამყარებს.
საქმე ეხება სტუმრად ჩატარებული მატჩების შედეგიანობას. პარიზელები ზედიზედ 38 შეხვედრაა გასვლაზე არ აგებენ და ერთის დამატებით ისინი ყველა დროის რეკორდს დაამყარებენ!