სომხეთის ნაკრებთან გასამართი 2 მატჩისთვის ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნულ გუნდში შიდა ჩემპიონატიდან არცერთი ფეხბურთელი არ გამოიძახა, რაც საკმაოდ იშვიათი ამბავია.
ფრანგი სპეციალისტის ამ გადაწყვეტილებას ქართველმა მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ ლოგიკური უწოდა.
და ვინ უნდა გამოეძახა? ახლა ნაკრებში ყველა პოზიციაზე დიდი კონკურენციაა და სანიოლის არჩევანიც ფართოა. სამწუხაროდ, ფაქტი, რომ სანიოლმა ეროვნული ლიგიდან არავინ გამოიძახა, ლოგიკურია. ჩვენ მეტად ძლიერი ჩემპიონატი უნდა გვქონდეს, რომ ნაკრებში მოთამაშეები ეროვნული ლიგიდან გამოიძახონ.
- თქვა გია გეგუჩაძემ.