'აქ უკეთესი იქნება' - გია გეგუჩაძე კიტეიშვილის იდეალურ პოზიციას ასახელებს » სპორტის ხაზი

'აქ უკეთესი იქნება' - გია გეგუჩაძე კიტეიშვილის იდეალურ პოზიციას ასახელებს

'აქ უკეთესი იქნება' - გია გეგუჩაძე კიტეიშვილის იდეალურ პოზიციას ასახელებს
26-05-2024, 18:06
Aa Aa
გაზიარება:

Leadersport-მა ქართველ სპეციალისტ გია გეგუჩაძესთან ინტერვიუ ჩაწერა და ბევრი სხვადასხვა თემა მიმოიხილა, ერთ-ერთი მათგანი კი ეროვნული ნაკრები და ოთარ კიტეიშვილის პოზიციონირება გახლდათ.

ბათუმის დინამოს ყოფილ დამრიგებელს მიაჩნია, რომ კიტეიშვილი საკმაოდ მრავალმხრივი მოთამაშეა და მწვრთნელს მისი დატვირთვა არაერთი თვალსაზრისით შეუძლია.

"კიტეიშვილი წინ უკეთესია, თუმცა უნივერსალია და არის შემთხვევები, როცა ფეხბურთელებს შედარებით უკანდაწეულებს უწევთ თამაში. თუმცა როგორც ვთქვი, თუ ნაკრები უფრო შემტევი გახდება (რასაც ველოდები), ოთარის წინ გადაწევაც კარგი იქნება", - თქვა გია გეგუჩაძემ.

28 წლის ნახევარმცველმა შტურმთან ერთად ავსტრიაში ზალცბურგის ჰეგემონია დაამხო და ქვეყნის ჩემპიონი გახდა.

ოთარ კიტეიშვილმა შიდა ჩემპიონატის 25 შეხვედრაში მეტოქეებს 9 გოლი გაუტანა და 5 საგოლე გადაცემაც გააკეთა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი