იტალიელმა საფეხბურთო ექსპერტმა მაურიციო დე ჯოვანიმ ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიდან წასვლაზე ისაუბრა.
"კვარა კლუბს დაემუქრა, რომ ივნისში მე-17 მუხლს აამოქმედებდა, რის გამოც ნაპოლის მისი გაყიდვა 10 მილიონ ევროდ მოუწევდა, რაც უდიდესი ფინანსური ზარალი იქნებოდა. ამიტომ, პარტენოპეი იძულებული გახდა ის გაეყიდა.
მისი კონტრაქტი კლუბთან 2027-წლამდე იყო ძალაში - ხელშეკრულების განახლებაც შესთავაზეს, მაგრამ უარი თქვა და წელიწადში 11 მილიონ ევროდ პსჟ-ში თამაში არჩია.
ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს, რას წყვეტდა რამდენიმე თვე სეზონის დასრულებამდე მისთვის - დარწმუნებული ვარ, ხვიჩას დარჩენის შემთხვევაში ნაპოლი სკუდეტოს მარტვიად მოიგებდა", - განაცხადა ჯოვანიმ.