იტალიელმა საფეხბურთო ექსპერტმა ენრიკე ფედელემ ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიდან წასვლაზე ისაუბრა.
"ნაპოლის მთავარი შეცდომა ის იყო, რომ საჩემპიონო სეზონის შემდეგ ხვიჩას კონტრაქტის განახლება გადადეს, არადა ქართველი დაფასებას იმსახურებდა - ფეხბურთი დიდი ხანია შეიცვალა და ახლა სულ სხვა წესებია.
რატომ გაუგრძელეს კონტრაქტი დი ლორენცოს ჩემპიონობის შემდეგ? იგივე უნდა ექნათ კვარას შემთხვევაშიც.
როცა საქმე კარგად მიდის, ნორმალურია, რომ კონტრაქტის მოწესრიგებაზე იზრუნო, მაგრამ ნაპოლი ასე არ მოქცეულა.
ნაპოლიმ ასეთ სიტუაციაში თავი თავად ჩაიგდო - კლუბმა ხვიჩას არ გადაუხადა იმდენი, რამდენსაც სხვას აძლევდნენ", - განაცხადა ფედელემ.