საფეხბურთო ექსპერტმა და ჟურნალისტმა, ენრიკო ფედელემ ნაპოლის სეზონისა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კომენტარი გააკეთა:
"ნაპოლის ჩემპიონობის შესახებ რამდენიმე თვით ადრე ვსაუბრობდი, მაგრამ ხალხმა გიჟად შემრაცხა. მიუხედავად ამისა, ეს არ ნიშნავს, რომ სერია A-ში ნაპოლის ჰეგემონია იწყება, რადგან დე ლაურენტისი რევოლუციებს ისევ მოაწყობს, რაც როგორ დასრულდება არავინ იცის."
"დღეს ნაპოლიში ვინც განსხვავებას ქმნის, ეს უცილობლად ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელიც ნამდვილი საფეხბურთო ტალანტია." - თქვა ფედელემ
შეგახსენებთ, რომ ნაპოლი სერია A-ს 78 ქულით ლიდერობს და უახლოს მდევარ ლაციოს 17 ქულით უსწრებს.