"თუ ნაპოლიში მას ამოკეტავენ, მაშინ გუნდი წაგებისთვის განწირულია" - ვისზე საუბრობს ენრიკო ფედელე? » სპორტის ხაზი

"თუ ნაპოლიში მას ამოკეტავენ, მაშინ გუნდი წაგებისთვის განწირულია" - ვისზე საუბრობს ენრიკო ფედელე?

"თუ ნაპოლიში მას ამოკეტავენ, მაშინ გუნდი წაგებისთვის განწირულია" - ვისზე საუბრობს ენრიკო ფედელე?
3-04-2023, 18:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, იტალიის ჩემპიონატის 28-ე ტურში ნაპოლიმ მილანს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით, 0:4 დამარცხდა.

ამ მატჩის შესახებ Radio Marte-ს ეთერში ისაუბრა ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა და საფეხბურთო აგენტმა, ენრიკო ფედელემ, რომელმაც ის კონკრეტული მიზეზი დაასახელა, რამაც ნაპოლის თამაში ბოლომდე ჩამოაქცია:

"რა სჭირდა ნაპოლის მილანთან? თქვენ ფიქრობთ, რომ მათ სტიმული და მოტივაცია აღარ ჰყოფნით, ან სათადარიგო გეგმა არ აქვთ? - სიმართლე ისაა, რომ სტეფანო პიოლიმ თავის ბიჭებს სტანისლავ ლობოტკას განეიტრალება და შეზღუდვა დაავალა, რაც ლაციოსთან წაგებულ შეხვედრაშიც ვიხილეთ. როგორც ბოლო პერიოდში ჩანს, ის გუნდი, რომელიც სლოვაკი ნახევარმცველის გაქრობას გადაწყვეტს, ავტომატურად ნაპოლის დამარცხებასაც ახერხებს, სპალეტიმ ამაზე უნდა იზრუნოს."

"ნაპოლის შესახებ კიდევ ერთ დეტალს დავუკვირდი, მაგალითად იმას, რომ ნაპოლის ძირითადი XI-ს მოთამაშეები შეუცვლელნი არიან, თუმცა მათ არ შეუძლიათ, რომ გადამწყვეტი როლი ითამაშონ მაშინ, როდესაც გუნდს ოსიმენი აკლია, ან მხოლოდ ხვიჩა ვერაფერს აკეთებს."
- თქვა ფედელემ

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს ნაპოლი 71 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ ლაციოს 16 ქულით უსწრებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი