ფაბიო კანავაროს ყოფილმა სპორტულმა აგენტმა და საფეხბურთო ექსპერტმა, ენრიკო ფედელემ Radio Marte-ს ეთერში ნაპოლის შესახებ ისაუბრა და ის კონკრეტული მიზეზი გამოარჩია, რის გამოც ლუჩანო სპალეტის გუნდები მუდმივად ისჯებიან:
"ჩემი აზრით, ნაპოლის ტურინში კარგად არ უთამაშია, მათ უბრალოდ გაუმართლათ, რადგან ანხელ დი მარიას გოლი მოულოდნელად გაუქმდა. იცით რა არის სპალეტის პერმანენტული შეცდომა? - მისი გუნდები კონტრშეტევებს ვერ უმკლავდებიან, ძალიან დიდი სივრცეები რჩებათ, რაც მეტოქისთვის ადვილი ასათვისებელია." - ფედელე
შეგახსენებთ, რომ ნაპოლი სერია A-ს 78 ქულით ლიდერობს, მათი მომდევნო შეხვედრა კი 29 აპრილს სალერნიტანასთან მარადონაზე შედგება.