ანდრონიკაშვილის 8 ქულა 12 ქწუთში და ობრადოიროს მე-8 გამარჯვება ბოლო 9 მატჩში » სპორტის ხაზი

ანდრონიკაშვილის 8 ქულა 12 ქწუთში და ობრადოიროს მე-8 გამარჯვება ბოლო 9 მატჩში

ანდრონიკაშვილის 8 ქულა 12 ქწუთში და ობრადოიროს მე-8 გამარჯვება ბოლო 9 მატჩში
29-03-2025, 14:48
Aa Aa
გაზიარება:

რატი ანდრონიკაშვილის ობრადოირო ესპანეთის რანგით მე-2 ლიგაში წარმატებულ სხვლას განაგრძობს. ქართველი გამთამაშებლოს გუნდმა ბოლო 9 შეხვედრიდან მე-8-ედ იმარჯვა და ცხრილში პოზიცია გაიმყარა.

მორიგი მსხვერპლი კასტელო გახლდათ, რომელიც ობრადოირომ 100:72 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა კი 12 წუთში 8 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. რატიმ 3-დან 1 ორქულიანი და 6-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ერთხელ დაჯარიმდნენ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქართველ ლეგიონერს ბურთი არ დაუკარგავს.

ობრადოირომ 17 მოგება და 9 მარცხი მოაგროვა და მე-6 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 2 აპრილს სტუმრად ესტელასთან ჩაატარებს.

მე-2 დივიზიონიდან უმაღლესში, ანუ ლიგა ენდესაში ავტომატურად მხოლოდ ჩემპიონი გადავა, მეორე-მეცხრე ადგილოსნები კი პლეი ოფით გამოარკვევენ კიდევ ერთი უმაღლესლიგელის ვინაობას.

GBF.GE


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი