ინტერის არგენტინელმა ფორვარდმა ლაუტარო მარტინეზმა DAZN-სთან ინტერვიუში ცნობილი ფეხბურთელებისგან თითო თვისება "მოიპარა" - სიაში პსჟ-ს ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.
"მბაპესგან სისწრაფეს ავიღებდი, ჰოლანდისგან ძალას, კეინისგან თავით თამაშს, კავანისგან ერთი-ერთზე თამაშის უნარს, ვინისიუსისგან დრიბლინგს, მესისგან ყველაფერს! კვარაცხელიასგან კი სისწრაფეში ერთი-ერთზე თამაშის უნარს, ის ამაში ძალიან მაგარია.
ხულიან ალვარესისგან მენტალიტეტს, მარკუს ტიურამისგან ღიმილს, ხოლო ლუის სუარესისგან ძალასა და გოლების გატანის უნარს", - განაცხადა ლაუტარომ.