ხვალ, იტალიის ჩემპიონატის მე-5 ტურის შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი სტუმრად იუვენტუსს დაუპირისპირდება.
მატჩამდე ცოტა ხნით ადრე, ტურინული ლუბის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯოვანი კობოლი ჯილიმ მედიასთან ისაუბრა და ის ფეხბურთელი დაასახელა, ვისაც ახლანდელი ნაპოლის შემადგენლობიდან იუვენტუსში გადაიყვანდა.
"რომელ ფეხბურთელს მოვიპარავდი ნაპოლის სასტარტო შემადგენლობიდან? რა თქმა უნდა ხვიჩა კვარაცხელიას! ის ძალიან მომწონს და ვფიქრობ, იუვენტუსთან ერთად სასწაულებს ჩაიდენდა", - განაცხადა ჯოვანიმ.