კონტე კვარაცხელიას როლს უცვლის - რევოლუციური ცვლილება იუვენტუსთან მატჩში წინ » სპორტის ხაზი

კონტე კვარაცხელიას როლს უცვლის - რევოლუციური ცვლილება იუვენტუსთან მატჩში წინ

კონტე კვარაცხელიას როლს უცვლის - რევოლუციური ცვლილება იუვენტუსთან მატჩში წინ
17-09-2024, 17:49
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის სერია ა-ს მე-5 ტურის შეხვედრაში, ანტონი კონტეს ნაპოლი სტუმრად იუვენტუსს დაუპირისპირდება.

მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე, ადგილობრივი გამოცემა Tuttosport წერს, რომ კონტე პრინციპულ დაპირისპირებაში სათამაშო სქემის მხრივ, რევოლუციურ ცვლილებას მოახდენს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნაპოლი 3-5-2 სქემით ითამაშებს, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია იტალიურ კარიერაში პირველად, მეორე თავდამსხმელის პოზიციიდან შეუტევს, გამოკვეთილი ფორვარდი კი რომელუ ლუკაკუ იქნება.

ცნობისთვის, ჩემპიონატში აქამდე გამართული შეხვედრები ანტონიო კონტემ 3-4-2-1 სქემით ითამაშა, სადაც ხვიჩა უფრო მარცხენა ფლანგიდან უტევდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი