ეს ყველა ზღვარს სცდება - ნაპოლის ფანები ტეო ერნანდესს შვილის მოკვლით ემუქრებიან » სპორტის ხაზი

ეს ყველა ზღვარს სცდება - ნაპოლის ფანები ტეო ერნანდესს შვილის მოკვლით ემუქრებიან

ეს ყველა ზღვარს სცდება -  ნაპოლის ფანები ტეო ერნანდესს შვილის მოკვლით ემუქრებიან
17-04-2023, 15:17
Aa Aa
გაზიარება:

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში მილანი სტუმრად ნაპოლის დაუპირისპირდება.

მატჩამდე ცოტა ხნით ადრე, ნეაპოლელმა ფანებმა ტეო ერნანდესის ინსტაგრამ გვერდს შეუტიეს - კომენტარებში გულშემატკივართა ნაწილი 25 წლის მცველს ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრება, ზოგიც კი 1 წლის შვილის მოკვლით.

ცხადია, მსგავსი შინაარის კომენტარებს ნაპოლის ქომაგების სრული უმრავლესობა არ იზიარებს და ამაზე ტეოს პოსტზე დაწერილი კომენტარებიც ნათლად მეტყველებს, სადაც ისინი ბოდიშს უხდიან ტეოს და მის ოჯახს შექმნილი სიტუაციის გამო.

ყოველივე ეს აგრესია კი ამ გუნდების პირველ დაპირისპირებაში ტეო ერნანდესის თამაშმა გამოიწვია - საქმე იმაშია, რომ რამდენიმე ეპიზოდში ნაპოლის ქომაგები ტეო ერნანდესს სიმულიანტობას ედავებიან.

შეგახსენებთ, ამ გუნდების პირველი დაპირისპირება მილანმა სან სიროზე 1:0 მოიგო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი