პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გუნდის ქართველ შემტევზე ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
"რით გამაკვირვა ხვიჩამ ყველაზე მეტად და რა შესძინა მან გუნდს? ტექნიკური თვალსაზრისით არაფერი გამკვირვებია, ვიცი რა დონისაც იყო, მაგრამ დაცვაში თამაშით ნამდვილად გაოცებული დავრჩი - როცა ბურთს ვკარგავთ, ის პირველი იწყებს პრესინგს", - განაცხადა ენრიკემ.
ცნობისთვის, კვარამ პსჟ-ს მაისურით ჩატარებულ 14 მატჩში თავი 2 გოლითა და 4 ასისტით გამოიჩინა.