ლუის ენრიკე: "ბარსელონას წინააღმდეგ თამაში საშინელება იყო" » სპორტის ხაზი

ლუის ენრიკე: "ბარსელონას წინააღმდეგ თამაში საშინელება იყო"

ლუის ენრიკე: "ბარსელონას წინააღმდეგ თამაში საშინელება იყო"
27-09-2024, 16:26
Aa Aa
გაზიარება:

ფრანგული პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მედიასთან საუბრისას ყველაზე არასასურველი მეტოქე დაასახელა და აღნიშნა, რომ ყოფილ კლუბთან, ბარსელონასთან დაპირისპირება არ სურს.

"ვიმედოვნებ მიმდინარე სეზონში ბარსელონას წინააღმდეგ თამაში აღარ მოგვიწევს, როცა ეს წარსულში მოხდა, ჩემთვის საშინელი გამოცდილება იყო, რადგან იმ კლუბის წინააღმდეგ მიწევდა თამაში რომელმაც ყველაფერი მომცა როგორც ფეხბურთელობის, ასევე მწვრთნელობის პერიოდში.

ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ბარსელონას წინააღმდეგ თამაში ურთულესი იყო - ამ სეზონში ფინალში მათთან შეხვედრა ვერ წარმომიდგენია, ეს კატასტროფა იქნება და იმედი მაქვს, მოვლენები ასე არ განვითარდება
", - განაცხადა ენრიკემ.

ცნობისთვის, ლუის ენრიკემ ბარსელონაში 1996-2004 წლები გაატარა როგორც ფეხუბრთელმა, საწვრთნელო საქმიანობას კი 2014-17 წლებში ეწეოდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი