საკალათბურთო სასკოლო ლიგის გამარჯვებული 53-ე საჯარო სკოლის გუნდი გახდა » სპორტის ხაზი

საკალათბურთო სასკოლო ლიგის გამარჯვებული 53-ე საჯარო სკოლის გუნდი გახდა

საკალათბურთო სასკოლო ლიგის გამარჯვებული 53-ე საჯარო სკოლის გუნდი გახდა
29-03-2025, 02:34
Aa Aa
გაზიარება:

თბილისის საკალათბურთო სასკოლო ლიგის გამარჯვებული გახდა 53-ე საჯარო სკოლა. ვასილ ბარნოვის ქუჩაზე მდებარე სკოლის კალათბურთელებმა თბილისი არენაზე გამართულ ფინალურ მატჩში 52-ე სკოლის გუნდი 41:25 დაამარცხეს.

სასკოლო ლიგა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „სპორტის მართვის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების ასოციაციის’’ ორგანიზებით ტარდება. პროექტის მიზანი მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა და სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების
წესის პოპულარიზაციაა.

ა(ა)იპ სპორტის მართვის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების ასოციაციამ კამპანიის ,,როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს’’ ფარგლებში 2019 წელს, სასკოლო ლიგა დააფუძნა. ტურნირები სასკოლო ჩემპიონატების სისტემის ჩამოყალიბებას და ერთიანი პლატფორმის ქვეშ გაერთიანებას ემსახურება და ელექტრონული ტექნოლოგიების აქტიური გამოყენებით, დღემდე, წარმატებით ხორციელდება.

საკალათბურთო სასკოლო ლიგის პრიზიორები შესაბამისი სინჯის მედლებით, პრიზებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ, რომლებიც მფლობელებს ტურნირის ორგანიზატორი და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გადასცეს.

- ვკითხულობთ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეს-სამსახურის მიერ მომზადებულ სტატიაში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი