ცნობილმა გერმანულმა სამენეჯერო ინტერნეტ-სააგენტომ, Transfermarkt-მა ქართველი გარემარბის, გიორგი წიტაიშვილის სატრანსფერო ღირებულება განაახლა.
24 წლის შემტევი აქამდე 1 მილიონი ევრო ღირდა, ახლა კი მისი "ფასი" , ნახევარი მილიონით მეტია და 1,5 მილიონ ევროს შეადგენს.
ცნობისთვის, ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში წიტაიშვილის აქტივში 27 ჩატარებულ შეხვედრაში ოთხი გოლი და სამი საგოლე გადაცემაა.