მერაბს იცავდა - რატომ დასაჯა UFC-მ დვალიშვილის თანაგუნდელი სამაგალითოდ » სპორტის ხაზი

მერაბს იცავდა - რატომ დასაჯა UFC-მ დვალიშვილის თანაგუნდელი სამაგალითოდ

მერაბს იცავდა - რატომ დასაჯა UFC-მ დვალიშვილის თანაგუნდელი სამაგალითოდ
27-03-2025, 12:56
Aa Aa
გაზიარება:

UFC 310-ზე, სადაც ალჯამეინ სტერლინგი იბრძოდა, მერაბ დვალიშვილს ერთ-ერთ ქომაგთან დაპირისპირება მოუხდა.

როცა მერაბი სტერლინგს მიაცილებდა და ვიდეოს უღებდა, ერთ-ერთმა ყაზახმა ქომაგმა მას მხარზე ხელი დაადო და ქართველის პროვოცირება სცადა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა - ყოველივე ამის შემყურე მერაბის თანაგუნდელმა დენის ბუზუკიამ კი ქართველი მებრძოლი დაიცვა და ქომაგს ფიზიკურად გაუსწორდა.

როგორც გაირკვა ბუზუკია 9-თვიანი დისკვალიფიკაციით და $2500 დოლარით დაისაჯა და ბრძოლა 6 სექტემბერს შეეძლება, თუმცა, საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაოს შესრულების შემთხვევაში, მას ოქტაგონზე გამოსვლა 6 ივნისსაც შეეძლება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი