მერაბ დვალიშვილის უახლოესმა მეგობარმა და თანაგუნდელმა ალჯამეინ სტერლინგმა ქართველ მებრძოლზე ისაუბრა და განცხადა, რომ დვალიშვილი მის რეკორდს აუცილებლად მოხსნის.
"მერაბს გამარჯვების შემდეგ ვუთხარი, რომ ახლახანს ქამარი დივიზიონში ყველაზე რთული ბიჭის წინააღმდეგ დაიცვა. ახლა უკვე 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ დვალიშვილი ჩემს რეკორდს დაამხობს, ის ამ დივიზიონში ქამარს ყველაზე ბევრჯერ დაიცავს", - განაცხადა ალჯომ.
ცნობისთვის, ალჯამეინ სტერლინგს კარიერაში 3 წარმატებული ქამრის დაცვა აქვს.