როგორც იცით, ალექსანდრე თოფურიას დებიუტი UFC-ში 9 თებერვალს შედგება, მისი მეტოქე კი კოლბი თიქნესი იქნება.
რაც შეეხება ილია თოფურიას, წესით, მან აპრილის თვეში ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან ახალი ბრძოლა უნდა გამართოს, თუმცა, როგორც იწერება, ისინი ერთმანეთს იმაზე ადრე შეხვდებიან, ვიდრე დაიგეგმა.
საქმე ისაა, რომ ვოლკანოვსკი თიქნესს კარგად იცნობს და დიდი შანსია, რომ ბრძოლისას კუთხეში სწორედ ვოლკი იდგეს.
თქმა არც სჭირდება, რომ თავის ძმას კუთხეში ილია თოფურიაც დაუდგება, შესაბამისად, ბრძოლამდე რამდენიმე თვით ადრე ვოლკანოვსკი და თოფურია ერთმანეთს ისედაც შეხვდებიან.