UFC-ის ქართველი ჩემპიონის ილია თოფურიას ძმამ ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან რემატჩზე ისაუბრა.
"ალექსანდრე ვოლკანოვსკი როგორც სპორტსმენი და როგორც ადამიანი ძალიან მომწონს, ამიტომ არ მინდა მისი და ილიას ბრძოლის კიდევ ერთხელ ხილვა, რადგან ვიცი რომ შედეგი იგივე იქნება. ბოდიში ალექს, მაგრამ ვხედავ რომ ეს კიდევ ერთხელ განმეორდება", - განაცხადა ალექსანდრემ.
შეგახსენებთ, ილიას ძმა UFC-ში სადებიუტო ბრძოლას 9 თებერვალს UFC 312-ზე ავსტრალიელი კოდი ჰადონის წინააღმდეგ გამართავს.