UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ წონის ცვლილების თაობაზე და ახალ დივიზიონში, მსუბუქ წონაში ბრძოლაზე გააკეთა კომენტარი.
"მე მსუბუქი წონის ჩემპიონი ვარ - აქ არ ვიასპარეზებ იმ ეჭვებით, ბრძოლას მოვიგებ თუ წავაგებ. ჩემს დონეზე არავინ არის!", - განაცხადა თოფურიამ.
ცნობისთვის, ილია თოფურია ისლამ მახაჩევთან სატიტულო ბრძოლას ითხოვს, თუმცა მახაჩევი ქართველთან ჩხუბის წინააღმდეგია.