მას შემდეგ, რაც ილია თოფურია მსუბუქ წონაში ავიდა, UFC სამყაროს აზრი ორად გაიყო - ზოგი მიიჩნევს, რომ ქართველმა ჩემპიონმა სატიტულო ჩხუბამდე 1-2 ბრძოლა უნდა გამართოს, ზოგს კი მიაჩნია, რომ ილია პირდაპირ სატიტულო ბრძოლას იმსახურებს.
იგივეს ფიქრობს UFC-ის ლეგენდა და მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი დასტინ პორიეც.
"თოფურიამ ჰოლოუეი დააფინიშა, შემდეგ კი ქამარი ვაკანტური გახადა და მსუბუქ წონაში ავიდა - პირადად მე, მას ამ დივიზიონში პირდაპირ სატიტულო ბრძოლას მივცემდი", - განაცხადა პორიემ.