მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა რენატო მოიკანომ სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლებზე ისაუბრა და ყველა დროის საუკეთესოც დაასახელა.
"სუპერმსუბუქი წონის ყველა დროის საუკეთესო მერაბ დვალიშვილია, ეს ეჭვგარეშეა, რადგან მან ყველა სცემა. მეორეზე ალჯოს დავაყენებდი, მაგრამ მერაბმა გაცილებით მეტი გააკეთა", - განაცხადა მოიკანომ.
ცნობისთვის, მოიკანომ ბოლოს UFC 311-ზე არმან ცარუკიანი ჩაანაცვლა და ისლამ მახაჩევთან სატიტულო ბრძოლაში პირველივე რაუნდში დამარცხდა.