ილია თოფურიას მომავალ მეტოქეს მთელი UFC სამყარო ელოდება და ცხადია ამ თემაზე კომენტარის გაკეთება ორგანიზაციის პრეზიდენტსაც მოუწია.
"კარგად ვიცით რამდენად დიდი ინტერესია ილიასთან დაკავშირებით - ჩვენ ჯერ კიდევ ვმუშაობთ მისი მომავალი ბრძოლის ჩანიშვნაზე.
მომეცით კიდევ ერთი კვირა და დიდი ალბათობით ყველაფერი გაირკვევა", - განაცხადა უაითმა.
ცნობისთვის, ილია თოფურია ისლამ მახაჩევთან სატიტულო ბრძოლას ითხოვს, თუმცა მახაჩევი ქართველთან ჩხუბის წინააღმდეგია.