საქართველოს 19-წლამდე ვაჟთა საფეხბურთო ნაკრებმა ევრო 2025-ის ელიტარულ ეტაპზე სლოვაკეთთან ითამაშა, სადაც დაძაბულ შეხვედრაში 2:0 გაიმარჯვა და ფინალურ ეტაპზე გასვლის იმედი შეინარჩუნა.
67-ე წუთზე, კუთხურის გათამაშებისას, ნიკოლაიშვილმა ბურთი მეტოქის კარში გაახვია.
მატჩის დასასრულს, 90-ე წუთზე, ნიკოლოზ ჩიქოვანმა საჯარიმო მოედანზე ჯერ მცველს აჯობა, შემდეგ მეკარესაც გაუსწრო და ზუსტად დაარტყა, რითაც ტაბლოზე საბოლოო შედეგი, 2:0 დააფიქსირა.
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ელიტ-რაუნდის მესამე ტურში ჯგუფის ლიდერს, მონტენეგროს, "მიხეილ მესხი 2-ზე" შეხვდება. შეხვედრა 25 მარტს, 19:00 საათზე გაიმართება. ფინალურ ეტაპზე გასასვლელად ჯგუფში მხოლოდ პირველი ადგილის დაკავებაა საჭირო.