საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა, კვიპროსული ტურნეს ფარგლებში, დღეს, დოქსა კატოკოპიას სტადიონზე, ადგილობირვი თანატოლების 17-წლამდე ნაკრებთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა, რომელიც ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა - 2:1.
შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა გახსენეს, თუმცა წონასწორობის აღდგენა 30-ე წუთზე, გიორგი ნიჟარაძის პასით, გიორგი გონსალვეშ ჩუბინიძემ შეძლო. ხოლო გამარჯვების გოლი მატჩის მიწურულს დავით გოგილაშვილმა გაიტანა.
U17 კვიპროსი 1:2 საქართველო | შემადგენლობა
ყავლაშვილი - გვასალია, გლუნჩაძე, ხარებაშვილი, გოგოლი, სურგულაძე, წულაია. ჩუბინიძე, ნიორაძე, მჟავანაძე, ლაშხია.
გოლები: 1:1 ჩუბინიძე (30’), 1:2 დავით გოგილაშვილი (90’)
შეგახსენებთ, რომ 17-წლამდე ვაჟთა ნაკრები, მარტში, ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდში მიიღებს მონაწილეობას. ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად, ჩვენი გუნდი - თურქეთს, დანიას და სერბეთს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ 17-წლამდე ვაჟთა ნაკრები, მარტში, ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდში მიიღებს მონაწილეობას. ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად, ჩვენი გუნდი - თურქეთს, დანიას და სერბეთს შეხვდება.
ჯგუფის მატჩებს 20-დან, 26 მარტის ჩათვლით საქართველო უმასპინძლებს. ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას ჯგუფების გამარჯვებულები და 7 საუკეთესო მეორეადგილოსანი გუნდი შეძლებს. - (nakrebi.ge)