საქართველოს 19-წლამდე ვაჟთა ნაკრები, 2025 წლის 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდში - პოლონეთს, სლოვაკეთს და მონტენეგროს დაუპირისპირდება. ჯგუფური ეტაპის მატჩებს საქართველო უმასპინძლებს.
ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდმა, დღეს სფფ-ის ტექნიკური ცენტრის "ბასას" მოედანზე პირველი ვარჯიში გამართა. ვარჯიშის შემდეგ კი მოახლოებული ელიტ რაუნდის შესახებ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ასევე ფეხბურთელებმა - საბა გეგუჩაძემ და ვახტანგ სალიამ ისაუბრეს.
U19 | ელიტ რაუნდი
19 მარტი | საქართველო - პოლონეთი | მიხეილ მესხი 2 | 19:00
22 მარტი | საქართველო - სლოვაკეთი | მიხეილ მესხი 2 | 19:00
25 მარტი | საქართველო - მონტენეგრო | მიხეილ მესხი 2 | 19:00
აღნიშნული ჯგუფიდან, ფინალურ ეტაპზე გასვლას პირველადგილოსანი გუნდი შეძლებს. ელიტ რაუნდის სამივე მატჩის რეპორტაჟს, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. მატჩებზე დასწრება თავისუფალია.
- ვკითხულობთ საქართველოს ეროვნული ნაკრების პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.