ლუკა ლოჩოშვილი, რომელიც სომხეთის ნაკრებთან მატჩში დაშავდა, სერიოზული ტრავმის გარეშე გამოჯანმრთელდა. ქართველი მცველი მოედანზე „სალერნიტანას“ მაისურით დაბრუნდა, თუმცა მისმა გუნდმა "პალერმოსთან" 1:2 წააგო.
იტალიის სერია B-ს 31-ე ტურში „სალერნიტანამ“ შინ, საკუთარ მოედანზე, "პალერმოს" უმასპინძლა.
ეს უკანასკნელი სერია A-ში ასვლისთვის იბრძვის და პლეი ოფის საგზურს ინარჩუნებს. ლოჩოშვილმა მასპინძელთა სასტარტო თერთმეტუელში დაიწყო და სრულად ითამაშა.
31 ტურის შემდეგ სალერნოელები 30 ქულით გასავარდნ ზონაში, მე-19 პოზიციაზე რჩებიან.