გუშინ ღამით ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალურ სტადიაზე მადრიდის ატლეტიკოსა და მადრიდის რეალს შორის სუპერდაპირისპირება გაიმართა.
პირველი მატჩის 2:1-ის წაგების შემდეგ, ატლეტიკომ რეალი 120 წუთში 1:0 დაამარცხა და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც გამარჯვება ანჩელოტის გუნდს დარჩა.
აი, რა თქვეს რეალის ფეხბურთელებმა, ფედე ვალვერდემ და ვინისიუს ჟუნიორმა მატჩის შემდეგ:
"ზედმეტი სიტყვები არაა საჭირო. აქ მხოლოდ ერთი რაღაცაა, - მადრიდის რეალი", - ვალვერდე.
"ასეთი საღამოები გასწავლის თუ რას ნიშნავს თამაშობდე მსოფლიოს საუკეთესო კლუბში", - ვინისიუსი.