დღეს ლივერპული საპასუხო შეხვედრაში პსჟ-ს ენფილდზე უმასპინძლებს და 1/4 ფინალისტის ვინაობაც გაირკვევა.
შეგახსენებთ, პირველი შეხვედრა პარიზში პსჟ-ს დომინირების მიუხედავად, ლივერპულის გამარჯვებით, 0:1 დასრულდა.
საპასუხო მატჩის წინ 90min გუნდების სავარაუდო სასტარტო თერთმეტეულებს ასახელებს, სადაც ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.
ლივერპული (4-2-3-1): ალისონი - არნოლდი, კონატე, ვან დაიკი, რობერტსონი - გრავენბერხი, მაკალისტერი - სალაჰი, სობოზლაი, დიაში - ნუნესი.
პსჟ (4-3-3): დონარუმა - ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდესი - ნევეში, ფაბიანი, ვიტინია - დემბელე, კვარაცხელია, ბარკოლა.