Calciomercato: "არის შანსი, რომ მილანში მასიმილიანო ალეგრი დაბრუნდეს" » სპორტის ხაზი

Calciomercato: "არის შანსი, რომ მილანში მასიმილიანო ალეგრი დაბრუნდეს"

Calciomercato: "არის შანსი, რომ მილანში მასიმილიანო ალეგრი დაბრუნდეს"
10-03-2025, 12:26
Aa Aa
გაზიარება:

იტალიური მედიის, კერძოდ Calciomercato-ს ინფორმაციით, არის შანსი, რომ ახალი სეზონიდან მასიმილიანო ალეგრი მილანში დაბრუნდეს.

ჟურნალისტი დანიელე ლონგო წერს, რომ მილანის ბოსებმა კონსეისაუს გაშვების გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან პორტუგალიელს პრობლემები აქვს როგორც გუნდის შიგნით, ისე გარეთაც.

ამავე წყაროსგან ვიგებთ, რომ შესაძლო კონტაქტის არსებობის შემთხვევაში გასათვალისწინებელი იქნება სახელფასო პუნქტი. მასიმილიანო ალეგრი იუვეში 7 მილიონ ევროს იღებს, ამ შემთხვევაში კი რომელიმე მხარეს დათმობაზე წასვლა მოუწევს.

ცნობისთვის, ალეგრი მილანს 2010-14 წლებში ავარჯიშებდა და გუნდი ერთხელ მიიყვანა სერია A-ში გამარჯვებამდე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი