"პარიზის წინააღმდეგ ძალიან, ძალიან გაგვიმართლა" - არნე სლოტი » სპორტის ხაზი

"პარიზის წინააღმდეგ ძალიან, ძალიან გაგვიმართლა" - არნე სლოტი

"პარიზის წინააღმდეგ ძალიან, ძალიან გაგვიმართლა" - არნე სლოტი
7-03-2025, 15:56
Aa Aa
გაზიარება:

ლივერპულმა ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში პირველი შეხვედრა პარი სენ-ჟერმენს გასვლაზე 1:0 მოუგო, თუმცა თამაშის ხარისხით ფრანგებმა გაცილებით კარგი შთაბეჭდილება დატოვეს.

სწორედ ამას გაუსვა ხაზი მატჩის შემდეგ არნე სლოტმა, რომლის თქმითაც მის გუნდს ძალიან გაუმართლა.

პარი სენ-ჟერმენის წინააღმდეგ არა ცოტათი, არამედ ძალიან, ძალიან გაგვიმართლა, თუმცა როგორც მაიკლ ჯორდანს აქვს ნათქვამი, რაც უფრო მეტს შრომობ, მით უფრო დიდი იღბალი გაქვს.

- თქვა სლოტმა.

ლივერპულსა და პსჟ-ს შორის განმეორებითი მატჩი 11 მარტს შედგება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი