ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი | საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ბოსნიასთან მატჩებისთვის ცნობილია » სპორტის ხაზი

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი | საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ბოსნიასთან მატჩებისთვის ცნობილია

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი | საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ბოსნიასთან მატჩებისთვის ცნობილია
7-03-2025, 01:08
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩებისთვის მზადებას იწყებს – ჩვენი გუნდი 13 მარტს 18:00 საათზე „თბილისი არენაზე“ ბოსნიის ნაკრებს უმასპინძლებს, 16 მარტს კი ბიოსნიელებს სტუმრად დაუპირისპირდება.

მომავალი მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტე კალანდაძემ შემადგენლობა დაასახელა.

საქართველოს ნაკრები ბოსნიასთან მატჩებისთვის

ზურაბ ცინცაძე (აზოტი, პოლონეთი), დავით ნიქაბაძე (სარატოვი, რუსეთი), ერეკლე არსენაშვილი (ტრემბლი, საფრანგეთი) , ზურაბ აბრამიშვილი (ბათუმი), ზურაბ გოგავა (ალდეკერკი, გერმანია), გიგა მელიავა (ჰლოჰოვეცი, სლოვაკეთი), გიგა ზარნაძე (ჰერმსდორფი, გერმანია), გიორგი ცხოვრებაძე (გუმერსბახი, გერმანია), ირაკლი კბილაშვილი (ტურდა, რუმინეთი), თეიმურაზ ორჯონიკიძე (ოჰრიდი, ჩრდ, მაკრდონია), გიორგი დიხამინჯია (აზოტი, პოლონეთი), ირაკლი გოგოლაძე (ბათუმი), გიორგი ლაპიაშვილი (ბათუმი), მირიან გავაშელიშვილი (მეტალოპლასტიკა, სერბეთი), ხაზეინ რუსტამოვი (სლობოდა, ბოსნია), გიორგი არეშიძე (ტიმოიშოარა, რუმინეთი).

მთავარი მწვრთნელი: ტიტე კალანდაძე

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებთან ერთად ჯგუფში ისლანდიის, საბერძნეთისა და ბოსნიის ნაკრებები ასპარეზობენ.

საქართველოს ნაკრების დარჩენილი მატჩების კალენდარი:

13 მარტი | საქართველო – ბოსნია

16 მარტი | ბოსნია – საქართველო

8 მაისი | საქართველო – საბერძნეთი

11 მაისი | ისლანდია – საქართველო

ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლებას რვა ჯგუფის პირველ-მეორეადგილოსნები და ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი მოიპოვებს.

- ვკითხულობთ საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეს-სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი