ევროს შესარჩევი | საქართველოს შემადგენლობა ბოსნიასთან მატჩებისთვის ცნობილია » სპორტის ხაზი

ევროს შესარჩევი | საქართველოს შემადგენლობა ბოსნიასთან მატჩებისთვის ცნობილია

ევროს შესარჩევი | საქართველოს შემადგენლობა ბოსნიასთან მატჩებისთვის ცნობილია
4-03-2025, 20:58
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩებისთვის მზადებას იწყებს – ჩვენი გუნდი 13 მარტს 18:00 საათზე „თბილისი არენაზე“ ბოსნიის ნაკრებს უმასპინძლებს, 16 მარტს კი ბიოსნიელებს სტუმრად დაუპირისპირდება.

მომავალი მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტე კალანდაძემ შემადგენლობა დაასახელა.

საქართველოს ნაკრები ბოსნიასთან მატჩებისთვის

ზურაბ ცინცაძე (აზოტი, პოლონეთი), დავით ნიქაბაძე (სარატოვი, რუსეთი), ერეკლე არსენაშვილი (ტრემბლი, საფრანგეთი) , ზურაბ აბრამიშვილი (ბათუმი), ზურაბ გოგავა (კოტბუსი, გერმანია), გიგა მელიავა (ჰლოჰოვეცი, სლოვაკეთი), გიგა ზარნაძე (იენა, გერმანია), გიორგი ცხოვრებაძე (გუმერსბახი, გერმანია), ირაკლი კბილაშვილი (ტურდა, რუმინეთი), თეიმურაზ ორჯონიკიძე (ოჰრიდი, ჩრდ, მაკრდონია), გიორგი დიხამინჯია (აზოტი, პოლონეთი), ირაკლი გოგოლაძე (ბათუმი), გიორგი ლაპიაშვილი (ბათუმი), მირიან გავაშელიშვილი (მეტალოპლასტიკა, სერბეთი), ხაზეინ რუსტამოვი (სლობოდა, ბოსნია), გიორგი არეშიძე (ტიმოიშოარა, პორტუგალია).

მთავარი მწვრთნელი: ტიტე კალანდაძე


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებთან ერთად ჯგუფში ისლანდიის, საბერძნეთისა და ბოსნიის ნაკრებები ასპარეზობენ.

საქართველოს ნაკრების დარჩენილი მატჩების კალენდარი:

13 მარტი | საქართველო – ბოსნია

16 მარტი | ბოსნია – საქართველო

8 მაისი | საქართველო – საბერძნეთი

11 მაისი | ისლანდია – საქართველო

ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლებას რვა ჯგუფის პირველ-მეორეადგილოსნები და ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი მოიპოვებს.

geohandball


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი