ლეგიონის ამბები | ქართველი ხელბურთელების გოლები ევროპის მოედნებზე » სპორტის ხაზი

ლეგიონის ამბები | ქართველი ხელბურთელების გოლები ევროპის მოედნებზე

ლეგიონის ამბები | ქართველი ხელბურთელების გოლები ევროპის მოედნებზე
3-03-2025, 02:45
Aa Aa
გაზიარება:

გაიმართა ევროპის ქვეყნების ეროვნული ჩემპიონატების მორიგი ტურის მატჩები. გაგაცნობთ ქართველი ლეგიონერების მონაგარს.

საფრანგეთი

საფრანგეთის ჩემპიონატში „ტრემბლი“ საკუთარ მოედანზე „დუნკერკს“ დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, 27:26 დაამარცხა. მასპინძლეთა შემადგენლბაში ერეკლე არსენაშვილმა ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა.

მიმდინარე ჩემპიონატში არსენაშვილს 16 შეხვედრაში 23 გოლი დაუგროვდა.

რუმინეთი

ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო რუმინეთის ჩემპიონატში „ტურდამ“, რომელმაც ამჯერად სტუმრად „ვასლუი“ 27:25 დაამარცხა.

„ტურდას“ რიგებში ითამაშა ირაკლი კბილაშვილმა – საქართველოს ნაკრების ლიდერმა ორი გოლი მიითვალა.

სერბეთი

სერბეთში „მეტალოპლსტიკამ“ საკუთარ მოედანზე „დინამო“ დაამარცხა – 32:29.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო მირიან გავაშელიშვილმა – საქართველოს ნაკრების წევრის ანგარიშზე ერთი გოლია.

„მეტალოპლასტიკა“ სატურნირო ცხრილში 22 ქულით მესამე ადგილს იკავებს და სუპერლიგის საჩემპიონო ჯგუფის პლეი ოფის მეოთხედფინალში მოსახვედრად იბრძვის.

ჩრდ. მაკედონია

ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონატში „ოჰრიდმა“ საკუთარ მოედანზე „კუმანოვოს“ დიდი ანგარიშით, 38:20 სძლია, რაშიც თვისი წვლილი საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, თეიმურაზ ირჯონიკძემაც შეიტანა, რომელმაც მეტოქეს 5 გოლი გაუტანა.

20 ტურის შემდეგ „ოჰრიდი“ 30 ქულით მეოთხე ადგილზეა და მის წინ მყოფ სამეულს („პელისტერი“, „ალკალოიდი“, „ვარდარი“) ექვსი ქულით ჩამორჩება.

მომდევნო მატჩს „ოჰრიდი“ 8 მარტს საკუთარ მოედანზე „ვარდარის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

პოლონეთი

საქართველოს ნაკრების ორმა წევრმა ითამაშა პოლონეთის ჩემპიონატში. „აზოტმა“, სადაც ზურაბ ცინცაძე და გიორგი დიხამინჯია თამაშობენ, ვროცლავის „შლიონსკს“ უმასპინძლა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა – 30:27.

ცინცაძეს 4 მოგერიება ჰქონდა („აზოტის“ მეორე მეკარემ 19 გოლი გაუშვა და 10 მოგერიება ჰქონდა), დიხამინჯიამ კი სამი გოლის გატანა მოახერხა.

geohandball


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი