ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე საქართველოს ნაკრები ბოსნიას ეთამაშება. ქართველი ხელბურთელები 13 მარტს მეტოქეს თბილისში უმასპინძლებენ, 16 მარტს კი სტუმრად დაუპირისპირდებიან.
ბოსნიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დამირ დობორაცმა მომავალი მატჩებისთვის შემადგენლობა გამოაცხადა – ბოსნიელები საქართველოსთან მატჩისთვის ქალაქ ტუზლაში 8 მარტიდან შეიკრიბებიან.
ბოსნიის ნაკრების შემადგენლობა საქართველოსთან მატჩებისთვის:
ბენჟამის ბურიჩი (ფლენსბურგი, გერმანია), ადმირ აჰმეტაშევიჩი (სტიაუა, რუმინეთი), ბექირ ჩორდალია (კიელცე, პოლონეთი), მარკო მაისტოროვიჩი (სურგოი, უნგრეთი), ადი მაჰმედჩელაიჩი (სლოვანი, სლოვენია), მირკო ჰერცეგი (სურგოი, უნგრეთი), ლუკა კნეჟევიჩი (ბორაცი, ბოსნია), ნემანია პეშტიჩი (ვრანიე, სერბეთი), მისლავ გრგიჩი (ნექსე, ხორვატია), მილან ვუკშიჩი (იზვიდაცი, ბოსნია), დომაგოი ალილოვიჩი (მეტალოპლასტიკა, სერბეთი). პავლე პეტროვიჩი (ევროგარმ პესლიტერი, ჩრდ. მაკედონია), ნედიმ ჰადჟიჩი (ზაგრები, ხორვატია), ფარის ჩოლაკოვიჩი (სლობოდა, ბოსნია), ლუკა პერიჩი (ცელიე, სლოვენია), იბრაჰიმ ჰასელჯიჩი (ნექსე, ხორვატია), სენიამინ ბურიჩი (სკერნი, დანია), ადინ ფალიჩი (ზაგრები, ხორვატია), მატეი ლიუბიჩი (იზვიდაცი, ბოსნია).
geohandball