მიუნხენის ბაიერნის 35 წლის შემტევმა ტომას მიულერმა ჟურნალისტებთან საკუთარ მომავალზე ისაუბრა.
"მოლაპარაკებების შუა პროცესში ვართ. განვიხილავთ როგორც სპორტულ პერსპექტივებს, ასევე ფინანსურ მხარესაც - ჯერ კიდევ დიდ სიამოვნებას ვიღებ ფეხბურთის თამაშისგან", - განაცხადა მიულერმა.
ცნობისთვის, მიულერსა და ბაიერნს შორის არსებულ კონტრაქტს ვადა ამ ზაფხულს ეწურება.